ბსუ-ში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, არჩილ ყარაულაშვილმა ლექცია წაიკითხეს თემაზე: ,,საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროატლანტიკურ სივრცეში: ევროკავშირი, ნატო“. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ინსტიტუტმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გამართა. შეხვედრას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა