პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მეფუტკრე (III საფეხური), ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (IV საფეხური), პრაქტიკოსი ექთანი (IV საფეხური). პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ  2018 წლის 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით 10:00 დან 17:00 საათამდე.

მისამართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, მე-3 კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა), მეოთხე სართულზე, ოთახი N 404).

ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა რესურსცენტრებსა და ონლაინრეჟიმში შემდეგ მისამართზე: http://www.vet.emis.ge

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ  აპლიკანტთა პრეტესტი (იმიტირებული გამოცდა) ჩატარდება 2018 წლის 3 ნოემბერს (პრეტესტის ჩატარების ადგილი მითითებული იქნება რეგისტრაციის შედეგად აღებულ საგამოცდო ბარათში).

მისაღები გამოცდა (ტესტირება) ჩატარდება 2018 წლის  4 ნოემბერს, სწავლა დაიწყება 26 ნოემბერს.

აპლიკანტთა ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ( ამ ვადაში აპლიკანტს შეუძლია, შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევანი).

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულმა 18 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვის სამსახურში (ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა), მეოთხე სართული, ოთახი N 404) უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ორი ფოტოსურათი 3X4;
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა