ბსუ-ს გუნდი ჰაკათონის გამარჯვებულია

სურათი

ბსუ-ს გუნდი საქართველოს მასშტაბით გამართული ჰაკათონის გამარჯვებულია.

ტექნოლოგიური კონკურსი „ჰაკატური“ ითვალისწინებდა ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარებისა და რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნას.   ჰაკატური ერთდროულად 10 რეგიონში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასში სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი გუნდი მონაწილეობდა.  კონკურსის ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციამ დასვა ამოცანა ტურიზმის სფეროს მიმართულებით, რომლის რეალიზებაც 40-ზე მეტმა გუნდმა სცადა.

ბსუ-ს გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 500 ლარი. იდეის განხორციელებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით სტუდენტები მიწვეულნი არიან თბილისის ტექნოპარკში.

„ჰაკატური“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებითა და  შპს „ვირექს იმერსივის“ ორგანიზებით გაიმართა.

ბსუ-ს სტუდენტებს: ანა სურმანიძეს, კახი კახიძეს, დავით ხოჯავას, ლიკა დიასამიძეს, ირინა დეკანაძეს ვულოცავთ მასშტაბურ პროექტში გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა