AIESEC-ის გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში AIESEC-ის გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თეა ვაშაყმაძემ და ხატია ცისკარაძემ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს  საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის,  გაცვლითი პროგრამების, სხვადასხვა აქტივობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჩართვას აისეკის გაცვლით პროგრამებში. 70-წლიანი გამოცდილების ორგანიზაცია 120 ქვეყნის 2200-ზე მეტ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ ლიდერის უნარ-ჩვევები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა