კამპანია „ბსუ ბორჯომის ტყის აღსადგენად“

3 ნოემბერს, ბორჯომში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კამპანიის „ბსუ ბორჯომის ტყის აღსადგენად“ ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2017 წლის ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის ხელახალი განაშენიანების აქციას გამართავს. ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტის სათბურში გამოყვანილი ნაძვის, ფიჭვის, სოჭისა და ქართული მუხის 800-მდე ნერგს დარგავენ.

ხანძრის შედეგად დაზიანებული ბორჯომის ტყის მწვანე საფარის აღსადგენად ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სათბურში სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ნერგების გამოყვანა ერთი წლის წინ დაიწყეს.

კამპანია, რომელიც სტუდენტებისა და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, სამომავლოდაც გაგრძელდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნაკრძალების მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით ეტაპობრივად სხვადასხვა ეკოლოგიურ პროექტს განახორციელებს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი ოკუპანტების მიერ ბორჯომის დაბომბვის შედეგად  1000 ჰექტარი ტყის მასივი გადაიწვა, ხოლო 2017 წლის ხანძრისას 1100 ჰექტარი განადგურდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა