უნივერსიტეტს იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი ეწვია

სურათი

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ანტონიო ენრიკო ბარტოლი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და იტალიური ენის საგანმანათლებლო პროგრამაში შეტანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა სასწავლო და სამეცნიერო პროექტების ერთობლივად განხორციელება. ვიზიტის ფარგლებში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ანტონიო ენრიკო ბარტოლი სტუდენტებს შეხვდა. ელჩმა ახალგაზრდებს იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა