უნივერსიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს დელეგაცია ეწვია. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებთან თამარ სირაძესთან და ნათია წიკლაშვილთან გამართულ შეხვედრაზე კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კიმ სე ვუგიმ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და გეგმებზე ისაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, ბსუ-ში კორეული ენის შემსწავლელი კურსის გახსნა, კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმის გაფორმება, სასწავლო-სამეცნიერო პროექტების შემუშავება და გაცვლითი პროგრამების განხორციელება დაიგეგმა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა