ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოეტი დავით მაღრაძე ეწვია. საქართველოს ჰიმნის ავტორმა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახლახან გამოცემული ლექსების კრებული „უსადაურო“ წარუდგინა და მწერლობის დანიშნულებაზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პოეტმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. დავით მაღრაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ასევე ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებზე.
უკან |