უნივერსიტეტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ეწვია

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრაზე უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა და დადებითად შეაფასა უნივერსიტეტში განხორციელებული  სასწავლო-სამეცნიერო და ინფრასტრუქტურული პროექტები. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა.

2018 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, ბსუ აბიტურიენტების მოთხოვნადობის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა, ასევე მესამე ადგილზეა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სტატისტიკით. უახლოეს მომავალში დასრულდება უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებლის, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტისა და  სასწავლო კორპუსის მშენებლობა. 


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა