ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ირაკლი კოჩალიძე გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთი მესამედის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატი, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი კოჩალიძე და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტი შალვა ილარიშვილი. არჩევნების პირველ ტურში კანდიდატებმა 94-წევრიანი  სტუდენტური თვითმართველობის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და კენჭისყრის მეორე ტური 16 ნოემბერს გაიმართა. საარჩევნო კომისიის პირველადი ინფორმაციით,  სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე 48 ხმით ირაკლი კოჩალიძე გახდა.   


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა