ბსუ-ში ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის პარტნიორობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სურათი

ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის პარტნიორობის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის რუანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენელი, საერთაშორისო პროექტების მენეჯერი  აურორა პატეი   და მეცნიერერბისა და ენების კომუნიკაციის პროფესორი სალიჰ აქინი ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილესთან თამარ სირაძესთან, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან   გამართულ შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა ერაზმუს+-ის ფარგლებში ერთობლივი საზაფხულო სკოლების ჩატარება და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა