ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ლატვიის სიცოცხლი შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ირინა პილვერე, საველე კვლევებისა და ტრეინინგების დირექტორი მერაბ ქათამაძე და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის უფროსი ვოლდემარს ბარისი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდნენ. ვიზიტი  მიზნად ისახავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სამომავლო გეგმების შემუშავებას. მხარეთა შეთანხმებით, განხორციელდება ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები და ჩატარდება კონფერენციები.  ერაზმუს+-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ეგიდით, დაიგეგმა  პროექტის მომზადება, რომლის ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩატარდება  ტრენინგები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა