სასტუმრო „რედისონში“ წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა

სურათი

სასტუმრო „რედისონში“  წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის მონაწილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 22 წარჩინებულ სტუდენტს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ქვეპროგრამის ფარგლებში,  2018 წელს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აჭარაში მცხოვრები 454 სტუდენტი დაფინანსდა, მათგან 296 სტუდენტს დაფინანსება 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გაუგრძელდება.

სტუდენტებს საჩუქრად მეხსიერების ბარათები, ყურსასმენები და ენერგო ბანკები აჭარის. ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა და აჭარის. ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბაგრატ მანველიძემ გადასცეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა