„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებების მნიშვნელობა“

სურათი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის კამპანიის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეგიდით ექსპერტებმა გიორგი მშვენიერაძემ და გიორგი ჩხეიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებების მნიშვნელობა“. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ექსპერტებმა სტუდენტებს ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების დაცვის ისტორია გააცნეს და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა