საფრანგეთის გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნათია მსხალაძემ და საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშემ ელეონორ გარნიემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საფრანგეთის უმაღლესი განათლების სისტემა, სასწავლო პროგრამები და სტიპენდიები გააცნეს. ღონისძიების დასასრულს მომხსენებლებმა ახალგაზრდებს საფრანგეთში სწავლის გამოცდილება გაუზიარეს და შეკითხვებს უპასუხეს.
უკან |