სამენიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - III“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში-III“. ქართველი და უცხოელი მკვლევარები სამი დღის განმავლობაში განიხილავენ ისეთ აქტუალურ თემატიკას, როგორიცაა: ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული მიდგომები, ეროვნული თვითმყოფადობა და კულტურული მრავალფეროვნება, კორპუსული ლინგვისტიკა და დიგიტალური ჰუმანიტარია. სესიის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობს 200-ზე მეტი ქართველი მეცნიერი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, 20-მდე უცხოელი (იაპონიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან) და 40-მდე დოქტორანტი. ახალგაზრდა მკვლევარებისათვის დაგეგმილია პოსტერ-მოხსენებათა სესია და მრგვალი მაგიდა.


საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების კვლევას, როგორიცაა: საყოველთაო გლობალიზაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების ახალი ტენდენციები, ამ ცვლილებების არსი და კვლევის მეთოდები.


კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოსოფია; ისტორია და  ეთნოლოგია; არქეოლოგია; ლინგვისტიკა (ქართველური ენები, ევროპული ენები, ლექსიკოგრაფია და ტერმინოლოგია, თარგმანმცოდნეობა, სემიოტიკა, კორპუსული ლინგვისტიკა); ლიტერატურათმცოდნეობა; კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინოლოგია; სემიოტიკა, მასმედია და კულტურათშორისი კომუნიკაცია; ციფრული ჰუმანიტარია.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები კრებულის სახით გამოქვეყნდება.

სამენიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - III“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მესამედ ტარდება, პირველი კონფერენცია 2009 წელს გაიმართა, ხოლო მეორე - 2014 წელს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა