გერმანული ენის მასწავლებელთა დღეები ბსუ-ში

სურათი

გერმანული ენის მასწავლებელთა დღეები გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სლოგანით „გერმანული ენა განათლების სისტემაში“. გოეთეს ინსტიტუტის ექსპერტებმა სკოლის დირექტორებთან და გერმანული ენის პედაგოგებთან ერთად გერმანული ენის, როგორც სასკოლო საგნის შესაძლებლობებსა და  მასთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე იმსჯელეს. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ში განათლების გამოფენა მოეწყო და ვორკშოპი ჩატარდა თემებზე: თანამედროვე სკოლის პროფილი პროექტზე ორიენტირებული გაკვეთილი, CLiL - გერმანული ენის ინოვაციური სწავლება და ლიტერატურული მოკლე ტექსტები გერმანული ენის გაკვეთილზე, დიგიტალური სწავლა, აღმოჩენის გზით სწავლა.

გერმანული ენის მასწავლებელთა დღეები გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა