ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა ბსუ-ს სტუდენტებმა 2019 წლის 25, 26, 27 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა/ სტატუსშეწყვეტილმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2019 წლის 25, 26, 27 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 28 თებერვალი, 1 მარტის ჩათვლით;
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას;
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია)
საკონტაქტო პირი -577 44 54 00
უკან |