უცხოელი სტუდენტების საზეიმო მიღება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების საზეიმო მიღება გაიმართა. გაზაფხულის სემესტრში, ბსუ-ში გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 17 უცხოელი სტუდენტი ისწავლის. სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილი, ფაკულტეტების დეკანები, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი თავამაიშვილი შეხვდნენ, უნივერსიტეტში სწავლის პირობები გააცნეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბსუ-ს ბენდმა უცხოელი სტუდენტებისათვის კონცერტი გამართა.

გერმანელი (საარლანდის უნივერსიტეტი), ფრანგი (მონპელიეს უნივერსიტეტი), ესპანელი (ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტი), რუმინელი (სუჩეავას უნივერსიტეტი), ყირგიზი (ყირგიზეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი, ყირგიზეთის საფინანსო აკადემია, ისიყულის უნივერსიტეტი), ყაზახი (ყაზგუს უნივერსიტეტი) და აზერბაიჯანელი (ნახიჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტები ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ განათლებას.

უცხოელი სტუდენტების საზეიმო მიღება ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა