ბსუ-ს სტუდენტური სპექტაკლის „არტ ხელოვნების“ პრემიერა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დასის „თეატრონის“ სპექტაკლის „არტ ხელოვნება“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ფრანგი დრამატურგის იასმინა რისეს პიესის მიხედვით რეჟისორმა როინ დვალმა დადგა. ტრაგიკომედიური ჟანრის პიესა „არტ ხელოვნება“ ერთმოქმედებიანია და მასში ბსუ-ს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები: დათო შაინიძე, ლევან გორგილაძე და თორნიკე ტარიელაძე მონაწილეობდნენ. სპექტაკლში წარმოდგენილია მეგობრებს შორის გაუცხოების, ჭეშმარიტების ძიების და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების აღქმის პრობლემატიკა.

„არტ ხელოვნება“ რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ პირველად საქართველოში 1999 წლის 2 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა