დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - ამ სლოგანით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კონფერენცია ჩაატარეს. ბიოლოგიის II კურსის სტუდენტებმა ღონისძიებაზე წარადგინეს  თემატური პრეზენტაციები: „დაუნის სინდრომის გენეტიკა“, „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ფენოტიპური თავისებურებანი“, „დაუნის სინდრომის მქონე ცნობილი ადამიანები“ და „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სწავლების სტრატეგიები“. ახალგაზრდებმა ასევე ვიდეორგოლების  ჩვენება მოაწყვეს და სხვადასხვა ტიპის აქტივობები გამართეს. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მე-18 საჯარო ბაღის მასწავლებლებთან შეხვედრა ჩაატარეს დაუნის სინდრომის საკითხებზე და აღსაზრდელებთან ერთად ხეები დარგეს.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა