ღია კარის დღეები გურიასა და სამეგრელოში

სურათი

ღია კარის დღეების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარდგენა გაიმართა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ფოთის საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელებისთვის. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სერვისები, სტუდენტური ცხოვრება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სოციალური და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებს საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა