30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

სურათი

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი გმირთა ხეივანში დაიდგა. მემორიალის ესკიზის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა. გმირთა ხეივანშივე  გაიმართა 30 წლის წინ, 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა