ქიმიის ფესტივალი ბსუ-ში

სურათი

7 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქიმიის ფესტივალი გაიმართება. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორები და სტუდენტები ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის  ინტერაქციულ გამოფენას მოაწყობენ. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბსუ-ს ლაბორატორიები და მონაწილეობა მიიღონ ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაში.

ქიმიის ფესტივალი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა