ბსუ-ში პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემა” (GENIE) პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემა” (GENIE) პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს, ადგილობრივ ბიზნეს-კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე ორი საგრანტო პროგრამა წარუდგინეს. პროექტი  ფორმირების ეტაპზე მყოფ, ასევე მზარდ ადგილობრივ ბიზნეს-კომპანიებს 100 000-ლარიან და 650 000-ლარიან თანადაფინანსების გრანტებს სთავაზობს.  საგრანტო პროგრამების მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე: www.grants.gov.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა