ვორქშოფი სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტის საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინსტიტუციური თანამშრომლობის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით/უმაღლესი განათლების ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (HERD)“ (Erasmus+Capacity Building in Higher Education (CBHE) პროექტის ფარგლებში ვორქშოფი დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით არსებული კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით. სამდღიან ვორქშოპში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში საქართველოში სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტის ერთიანი სისტემა იქმნება, რომელშიც თსუ-ს კოორდინირებით ქვეყნის 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი ჩაერთვება (გერმანია, საფრანგეთი).

ორწლიანი პროექტის მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. იგეგმება საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმისა და საქართველოს კვლევითი ინტერნეტ პორტალის შექმნა, კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პერსონალისთვის და კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა