ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს!
16 სექტემბერს, 10:30 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება პირველკურსელთა საზეიმო მიღება.
ღონისძიებების განრიგი:
- 10:30 – 11:30 სთ - პირველკურსელთა საზეიმო მიღება
- 11:30- 14:00 სთ - საინფორმაციო შეხვედრები ფაკულტეტების დეკანებთან
პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ფაკულტეტების მიხედვით:
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 13:00 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა;
- იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 11:30 საათი, II კორპუსი, V სართული - სამართალმცოდნეობა - აუდიტორია #534, ფსიქოლოგია - აუდიტორია #523, საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპისმცოდნეობა - აუდიტორია #509;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - - 11:30 საათი, II კორპუსი, III სართული - მედიცინის მიმართულება აუდიტორია #328; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულება - 13:00 საათი, აუდიტორია #328;
- ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 11:30 საათი, I კორპუსი, IV სართული, ბსუ-ს ბიბლიოთეკა - მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, არქიტექტურა, აგრარული ტექნოლოგიები;
- ტურიზმის ფაკულტეტი: 11:30 სთ. I კორპუსი, I სართული - ტურიზმი - აუდიტორიები - #131, #122, #129
- ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი - 11:30 საათი, I კორპუსი, III სართული, აუდიტორია #55 - მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 11:30 საათი, I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი - ქართული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, თურქეთისმცოდნეობა;
უკან |