IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი „ინოვაციები მეცნიერებაში - თანამედროვეობის გამოწვევები”

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ტექნოლოგიურ ფაკულტეტის, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევარებმა მონაწილეობა მიიღეს  14-22 სექტემბერს, ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართულ IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ფორუმში „ინოვაციები მეცნიერებაში - თანამედროვეობის გამოწვევები”. ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა პლენარულ სხდომებზე მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: მეცნიერული კვლევების პოტენციალის გამოყენება უმაღლეს განათლებაში, უწყვეტი პროფესიული განვითარების როლი ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესში, თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების  დანერგვა და ინფრასტრუქტურა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო-მეთოდოლოგიური სემინარები, ტრენინგები, მასტერ-კლასები, სექციური მუშაობები, დისკუსია-დიალოგები ინოვაციებზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ინტეგრირებული ვორკშოპები.

ფორუმის მონაწილეების წინაშე ბსუ-ს სახელით მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ასოცირებული პროფესორი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნინო კიკნაძე. შედგა შეხვედრები ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკოლოგიური უსაფრთხოების კათედრის წარმომადგენლებთან, დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის  პერსპექტივები.

ფორუმის დასასრულს მისი მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სტაჟირების უმაღლესი შეფასების სერტიფიკატი (6 ECTS) და დანართი, რომელშიც ასახულია კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.

კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები დაიბეჭდ ერთობლივ მონოგრაფიაში, რომელიც ინდექსირებულია Google Scholar-ის ბაზაში.

ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩერნიგოვის  ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის, უკრაინის სტრატეგიული ინიციატივებისა და პროგრესული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა