ბსუ-ში მსოფლიო ჩემპიონ მარიამ ნოდიას შეხვდნენ

სურათი

მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტ მარიამ ნოდიას უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. რექტორმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, უნივერსიტეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სერტიფიკატი გადასცა, სწავლის გადასახადისაგან გაათავისუფლა და წარმატებები უსურვა.

ქალთა შორის 21 წლამდე 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ნოდიამ მარჯვენა მკლავში პირველი და მარცხენა მკლავში მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა