სტუდენტური პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო პროცესებში“

სურათი

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის CELA-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის გრანტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო პროცესებში“  განახორციელა. საგრანტო პროექტის ეგიდით ბსუ-ს თავისუფალ სივრცეში გაიმართა ღონისძიება ,,ისტორიული მეხსიერება" საბჭოთა წარსულის შესახებ. შედგა ფილმის ,,სხვისი ცხოვრების“ და სტუდენტების მიერ მომზადებული ფილმის ,,ისტორიული მეხსიერების“ ჩვენება. დასკვნით ღონისძიებაზე „ბათუმი, ქალაქის პერსპექტივები“ ახალგაზრდებმა წარმოადგინეს  სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და გაეცნენ ქალაქის განვითარების შემდეგ აქტუალურ საკითხებს: „ფილოსოფიური ურბანისტიკა და ქალაქის შესახებ ინტერდისციპლინური დისკუსიების პერსპექტივა“, „საბჭოური მენტალობის ძირითადი მახასიათებლები“, ,,გამქრალი ბათუმი“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა