სოციალური პროექტის „წიგნების თარო Media“ წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს პირველი არხის შემოქმედებითი გუნდის წევრებმა სტუდენტებსა და სკოლების მოსწავლეებს „წიგნების თაროს“ ახალი პლატფორმა, მობილური აპლიკაცია და პროექტში მონაწილეობის პირობები გააცნეს. „წიგნების თარო Media“ სოციალური პროექტია, რომელიც სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს პირველ არხზე ანაზღაურებადი სტაჟირების სპეციალური პროგრამა გაიარონ. შეხვედრა „წიგნების თაროს” ტრადიციული საჯარო თამაშით გაგრძელდა, რომელსაც გადაცემის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სწორი პასუხების ავტორები სხვადასხვა ბრენდირებული ნივთით დასაჩუქრდნენ.
უკან |