ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატებული პროექტი „ბეშუმის ტყე-პარკი“

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა: ნესტან ვარშანიძემ, გიორგი აბაშიძემ, ლაშა მამულაძემ და ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ მონაწილეობა მიიღეს მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმში. ღონისძიების ფარგლებში გამართულ „მწვანე ეკონომიკის სკოლაში“ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სატყეო სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა ტყის რესურსებით მდგრად სარგებლობაზე დაფუძნებული ბიზნესგეგმები წარმოადგინეს. სტუდენტების მიერ მომზადებული კონცეფციებიდან ოთხი ყველაზე პერსპექტიული შეირჩა შემდგომი პილოტირებისათვის, რომელთა შორისაა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების ნესტან ვარშანიძისა და გიორგი აბაშიძის პროექტი „ბეშუმის ტყე-პარკი“.

სექტორის დაინტერესებულ მხარეს საშუალება ჰქონდა ემსჯელა წარდგენილი ბიზნეს კონცეფციების მდგრადობისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პოტენციალის შესახებ.
ფორუმი CENN-ის ორგანიზებითა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის/ Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პროგრამა ინიცირებულია პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა