ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ბაგაშვილმა სტუდენტებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები გააცნო. პროექტის მიზანია, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საგრანტო პროგრამას სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE-ი) ფარგლებში 2018 წლიდან ახორციელებს. თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოების სტარტაპებისთვის.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში შედგენს 10%-ს.
უკან |