ბსუ ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტში „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარება“ მონაწილეობს

სურათი

ბსუ ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტში ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარება“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილეობს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პროექტის პირველ~ი საკოორდინაციო შეხვედრის მუშაობაში ჩართული იყვნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ნათია წიკლაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძე და ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე. პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება.
ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა