ბსუ-მ სკოლის მოსწავლეებისათვის ვებპროგრამირების მოკლევადიანი სასწავლო კურსი განახორციელა

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა საჯარო სკოლებში ვებპროგრამირების მოკლევადიანი სასწავლო კურსი განახორციელა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსმა მადონა მიქელაძემ სასწავლო კურსის მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს, ხოლო პარტნიორი სკოლების დირექტორებს -კომპიუტერული ტექნიკა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

ბსუ-მ  პროგრამის ფარგლებში შეარჩია 3 პარტნიორი და 8 ბენეფიციარი საჯარო სკოლა. სასწავლო კურსი გაიარა დაბა  ქედის,  ვაიოს, კვაშტის, ზვარის, მახუნცეთის, თხილნარის N1 და თხილნარის N2, ზემო თხილნარის,  ჩოჩხათის და შრომისუბნის საჯარო სკოლების   VШ და IX  კლასის 48 მოსწავლემ. 
მეცადინეობები დაიწყო 2019 წლის 25 სექტემბერს და დასრულდა 2019 წლის 15 დეკემბერს. მეცადინეობები ტარდებოდა სკოლებში, სასწავლო კურსს ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან ერთად, საჯარო სკოლების პედაგოგებიც უძღვებოდნენ.

ვებპროგრამირების მოკლევადიანი სასწავლო კურსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  დაფინანსებით, ბსუ-მ 3 პარტნიორ სკოლას (ჩოჩხათის საჯარო, დაბა ქედის საჯარო, თხილნარის საჯარო სკოლები) შეუძინა და საჩუქრად გადასცა 3-3 პერსონალური კომპიუტერი და 1-1 პროექტორი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა