ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა. ლუბუშის სავოევოდოს მარშალის მოადგილე ლუკაშ პორიცკი, ლუბუშის პარლამეტის თავმჯდომარე ვიოლეტა ჰარეჟლაკი,  საგარეო თანამშრომლობის და ევროპული ტერიტორიული თანამშრომლობის სამსახურის დირექტორი რადოსლავ ბროდჟიკი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი ადამ კაპელა, ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეებსა და ფაკულტეტების დეკანებს შეხვდნენ.  

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. შეხვედრაზე სტუმრები უნივერსიტეტის ისტორიას, საგანმანათლებლო პროგრამებს, სტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ. მხარეებმა ასევე,  სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განსაზღვრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წევრი დავით თედორაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ასლან ლორთქიფანიძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა