ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, უნივერსიტეტში ონლაინ სწავლების საპილოტე რეჟიმის მიმდინარეობას გაეცნო. 16 მარტიდან ბსუ საპილოტე რეჟიმში ელექტრონულ სწავლებას უნივერსიტეტის პორტალით ახორციელებს. დღეს, ასევე, ZOOM-ის თანამედროვე პლატფორმის მეშვეობით მათემატიკისა და უცხო ენების მიმართულებით ინტერაქციული ვიდეოლექცია ჩატარდა.
ამ ეტაპზე უნივერისტეტის ადმინისტრაციის გუნდი და პროფესორ-მასწავლებლები ინტენსიურად მუშაობენ ელექტრონული სწავლების ფორმატის განვითარებასა და სრულყოფაზე. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბსუ-ს კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს, რომლებმაც მოკლე დროში შეძლეს ეფექტური ელექტრონული პლატფორმის შექმნა.
გვჯერა, თქვენთან ერთად შევძლებთ ინოვაციური მიდგომებით გამოწვევების დაძლევას და საერთო მიზნის მიღწევას!
უკან |