ბსუ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ ჯვართან ერთად COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში  ჩაერთო. უნივერსიტეტისგან წითელი ჯვრის ორგანიზაციას 75 ოჯახისათვის 12 დასახელების პროდუქტისგან შემდგარი სასურსათო კალათა და ჰიგიენური საშუალებები, ხოლო მოხალისეებს საველე სამუშაოებისთვის 50 საწვიმარი ლაბადა და ჩანთა გადაეცა. აღნიშნული დახმარება უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის ფარგლებში  განხორციელდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას აგრძელებს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბსუ-ს პროფესორებმა, სამეცნიერო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გამოთქვეს მზაობა  StopCoV ფონდში მიმდინარე თვის  ხელფასიდან გარკვეული ოდენობის თანხის გადარიცხვაზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა