„სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტების განვითარება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სეზონური სკოლა „სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტების განვითარება“ გაიხსნა. ერთკვირიანი სეზონური სკოლა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ განვითარებას. ღონისძიება აჭარის ა.რ.  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი განათლების“ ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია გაეროს ბავშვთა ფონდი.

სეზონური სკოლის მუშაობაში საქართველოს ცხრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები არიან ჩართული

სეზონური სკოლის ფარგლებში გათვალისწინებულია თეორიული და პრაქტიკული სესიები შემდეგ თემებზე:

  • ბავშვზე ორიენტირებული სოციალური და ფიზიკური გარემო საბავშვო ბაღში;
  • ადრეული განათლების პედაგოგიკა (ძირითადი ასპექტები);
  • სოციალური მრავალფეროვნება და თანასწორობა სკოლამდელ განათლებაში;
  • სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის კომპონენტის ორგანიზება: პრაქტიკის ტიპები, ხანგრძლივობა, პრაქტიკისთვის საბავშვო ბაღების შერჩევა, სტუდენტების პრაქტიკის სუპერვიზია;
  • სტუდენტთა პრაქტიკის გზამკვლევი (პრაქტიკის გზამკვლევის სტრუქტურა, სპეციფიკა და შინაარსი).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა