ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისათვის ერთმა კანდიდატმა - ნიკა ჩხარტიშვილმა მიმართა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატმა ბსუ-ს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აკადემიურმა საბჭომ განიხილა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიკა ჩხარტიშვილის კანდიდატურა და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (10 ხმით) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა დასამტკიცებლად. ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (16 ხმით) მასვე დაუჭირეს მხარი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა