ნატო-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნატო-ს საზღვაო  ძალების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ადმირალი ჯეიმს მორლი, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის კაპიტანი ჯონათან ლიპსი და ამერიკის საელჩოს თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრნენ. ღონისძიებას მოდერაცია გაუწიეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთრინ  შვაიცერმა და  საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება ბსუ-ში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა