ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტთა საერთაშორისო დღეს 50 ახალგაზრდა დააჯილდოვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ  ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა, რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცეს. ღონისძიებაზე სტუდენტური სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, მოხალისეობრივი საქმიანობისთვის, სტუდენტური ცხოვრების პოპულარიზაციისათვის,  სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის 50 სტუდენტი დაჯილდოვდა. ღონისძიება ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა