ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევით ინსტიტუტის დირექტორმა ირინე დახუნდარიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა გაცვლას. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, სემინარები და აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
უკან |