„ენერგო და კლიმატის დიპლომატია, ენერგო ეფექტურობა და ენერგო მენეჯმენტი“ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ბსუ-ში სემინარი გაიმართა. პროექტი ხორციელდება გაეროსა და ბულგარეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის - დიპლომატების, ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე პროფესიული საჯარო მოხელეების, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ცოდნის გაღრმავებას ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
სემინარი შედგა შემდეგ საკითხებზე:
- „კლიმატის ცვლილების გეოპოლიტიკა“ - ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის მთავარი ექსპერტი, დოქტორი ვალენტინ კატრანჯიევი;
- „ბუნებრივი აირი, როგორც გარდამავალი საწვავი ნულოვანი ნახშირბადისეკონომიკა - ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის პერსპექტივები" - ბულგარეთის გეოპოლიტიკური საზოგადოების საბჭოს წევრი, ჟურნალ „გეოპოლიტიკის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, დოქტორი პლამენ პეტროვი;
- „მწვანე გარიგება, წრიული ეკონომიკა და პოლიტიკის შეფასება: უწყვეტი გაუმჯობესების საშუალება“ - უფროსი კონსულტანტი, მაგისტრი, Denkstatt Bulgaria, Inogen Alliance-ის წევრი ნიკოლაი მიჰაილოვი;
- „ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი სამეზობლო განზომილებები“ - ბულგარეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მართვის ინსტიტუტის მმართველი, საბჭოს თავმჯდომარე სლავჩო ნეიკოვი;
სემინარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |