ბსუ-ს სტუდენტი გიორგი ლორთქიფანიძე ევრაზიის ჩემპიონია ძალისმიერ სამჭიდში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ლორთქიფანიძე ევრაზიის ჩემპიონია ძალისმიერ სამჭიდში. ევრაზიის თასის გათამაშება სამჭიდში ქალაქ კიევში  გაიმართა და მასში 5 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გიორგი ლორთქიფანიძე  პირველი ადგილის მფლობელი გახდა 20-23 წლის ასაკში, 100 კგ. წონით კატეგორიაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი ლორთქიფანიძეს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა