ბსუ-მ სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატის აღიარება - „Sponsor Notes“ მიიღო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატის აღიარება - „Sponsor Notes“ მიიღო. უმნიშვნელოვანესი სიახლე ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების პროგრამების კურსდამთავრებულებს  შესაძლებლობას აძლევს დარეგისტრირდნენ USMLE-ის გამოცდებზე, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში დასაქმების უფლებას მოიპოვებენ, რაც ხელს შეუწყობს მათი მსოფლიო დონის სპეციალისტად ჩამოყალიბებას. ვულოცავთ ბსუ-ს კურსდამთავრებულებს სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატის აღიარებას და ვუსურვებთ  პროფესიულ წინსვლას. 

სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორატი ჩამოყალიბდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) პარტნიორობით (https://www.wdoms.org/). WFME გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც დაკავებულია ექიმების განათლებითა და ტრენინგებით, რომლის მისია და მიზანია კაცობრიობის უკეთესი ჯანდაცვისკენ სწრაფვა, მსოფლიო სამედიცინო განათლების ხარისხის გაზრდა, სამედიცინო განათლების უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობით. ამ მიზნის მიიღწევა შესაძლებელია სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავებით, სამედიცინო სკოლების აკრედიტაციის ხელშეწყობით, სამედიცინო განათლების შესახებ მონაცემთა ბაზების შემუშავებით, მედიცინისა და სამედიცინო განათლების მომავლის პროექტებით და სხვა პუბლიკაციებითა და პარტნიორობით. 
 
FAIMER გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს, გააუმჯობესოს საზოგადოების ჯანმრთელობა ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ხარისხის ამაღლებით, საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნით, კვლევების ჩატარებით და მონაცემთა რესურსების ხელმისაწვდომობით. იგი ემსახურება მასწავლებლების, მკვლევრების, მარეგულირებლებისა და პოლიტიკის შემქმნელების საერთაშორისო საზოგადოებებს, რომლებიც პოტენციურად განსაზღვრავს ჯანდაცვის უკეთეს მომავალს. FAIMER აერთიანებს ექსპერტთა ფართო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროს მდგრად განვითარებას  და ქმნის ჯანდაცვის სისტემურ პროვაიდერებს და აწვდის  ჯანდაცვას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა