თანამშრომლობის მემორანდუმი ჰიპერმარკეტ „აგროჰაბთან“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას  ხელი ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ დირექტორმა ლაშა გოცირიძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ ,,აგროჰაბის’ სასწავლო საგრანტო პროგრამაში და  ჰიპერმარკეტში დასაქმების შემდეგ, მოიპოვონ სასწავლო გრანტი 600 ლარის ოდენობით, რაც სხვა სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტისთვის სწავლის გადასახადის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს. მემორანდუმი ასევე მიზნად ისახავს სტაჟირებას, დასაქმებას და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში  სტუდენტთა ხელშეწყობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა