აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის'' ფარგლებში, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში ანაზღაურებადი, ექვსთვიანი სტაჟირება გაიარა.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

დღეს, სტაჟიორებმა უნივერსიტეტში შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს და  სასწავლო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა მარინა ქორიძემ და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გოჩა ჩავლეშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი, რექტორის მოადგილეები: თამარ სირაძე, ანზორ ბერიძე და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა