15-16 ნოემბერს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის ,,Erasmus+“-ის პროექტის DITECH მესამე ეროვნული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ და ბსუ-ს ასისტენტ პროფესორმა ნინო სამნიძემ.
შეხვედრა გახსნა პროექტის ნაციონალურმა კოორდინატორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. ალექსანდრე მოსიაშვილი. ორი სამუშაო დღის მანძილზე ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და მომზადდა საფუძველი პროექტის მომდევნო ეტაპის განხორციელებისთვის. პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერებმა ისაუბრეს ნაციონალურ დონეზე პროექტის მონიტორინგის შედეგების შესახებ, პრეზენტაციების სახით წარმოდგენილი იქნა საბაკალავრო და სამაგისტრო ონლაინ სასწავლო კურსისებისთვის საკითხავი მასალები, ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის, საინფორმაციო ბიულეტენის მომზადების, პროექტის ხარისხის მართვისა და დისემინაციის განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა მიმდინარე ფინანსურ საკითხებზე ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტნიორებთან და ისაუბრა უნივერსიტეტების მიერ პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკისა და სხვა განსახორციელებელი ფინანსური აქტივობების შესახებ.
ორი დღის მანძილზე, DITECH-ის პროექტის მესამე ეროვნული შეხვედრა დატვირთული სამუშაო გეგმის მიხედვით, დისკუსიისა და თითოეულ საკითხზე კოლეგიალური მსჯელობის ფორმატში წარიმართა. კონფერენციის ბოლო სხდომაზე დაიგეგმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მომდევნო აქტივობები, სახელმძღვანელო რიდერების სრული ვერსიის შემუშავება, პროექტის ხარისხის მართვისა და დისემინაციის სამომავლო გეგმები. შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული საქართველოს უნივერსიტეტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
უკან |