USAID-ის მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ს USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ეწვია. ვიზიტის მიზანს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში“  ბსუ-დან ჩართულ მონაწილეებთან შეხვედრა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. შეხვედრაში ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ბსუ-ში „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ მენეჯერი ნანა მაკარაძე,  ტრენერები, საჯარო სკოლების დირექტორები და ლიდერი მასწავლებლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სკოლისა და უნივერსიტეტისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე, პროგრამის მიმდინარე შედეგებზე და აჭარისა და გურიის რეგიონების საჯარო სკოლებში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს  ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის განვითარების შესაძლებლობებზე.  

„USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში“ ბსუ 2020 წლიდანაა ჩართული და დღემდე წარმატებით ახორციელებს. მიმდინარე პერიოდში ტრენინგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც აჭარისა და გურიის რეგიონების 326 საჯარო სკოლის 978 ლიდერი მასწავლებელი მონაწილეობს. პარალელურად, ხორციელდება სკოლის დირექტორების მხარდამჭერი აქტივობები და ღონისძიებები (შეხვედრები, ვებინარები და სხვ.).

პროგრამა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის და სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებლების მონაწილეობით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ფარგლებში ხორციელდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა